გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს - უცხოური კომპანიების შემოყვანა კი არა, ქუთაისში ორჯერ რომ გახსენით არ არსებული ელექტრო მანქანების ქარხანა, სად არის ეს ქარხანა?  - აი, ასეთი ტყუილებია ივანიშვილის პარტიის ხელწერა

“Apple და Volkswagen კი არა, ქუთაისში ორჯერ გახსენით არარსებული ელექტრო მანქანების ქარხანა. აი, ასეთი ტყუილებია ივანიშვილის პარტიის ხელწერა. აი, ეს არის ჩვენ შორის განსხვავება, - ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ხელისუფლება ხელიდან უშვებს რუსეთის ბაზრიდან გასულ კომპანიებს, რაც ასობით ათას სამუშაო ადგილთანაა დაკავშირებული.

ვაშაძის თქმით, ივანიშვილის პარტიისთვის მხოლოდ ის ბიზნესებია სასურველი, რომელსაც გავლენის ქვეშ მოაქცევენ.

“დემოკრატიული სისტემის მშენებლობის ნაცვლად პოლიტიკურ შურისძიებებზე არიან ორიენტირებულნი. ამის დადასტურებაა მიშას დაპატიმრება და პოლიტიკური ანგარისშწორებების კამპანია. ინვესტიციების მოზიდვის ნაცვლად, კორუფციული სქემების აგებით არიან დაკავებულები და ამ ყველაფრის გადასაფარად მუდმივად ცრუ, დამაპირისპირებელ დილემებს გვთავაზობენ.

იცოდით, რომ რუსეთის სანქცირების შემდეგ 300-ზე მეტმა მსოფლიო გიგანტურმა კომპანიამ, 3000-ზე მეტმა ცნობილმა ბრენდმა, ჯამური კაპიტალით 266 მილიარდი დოლარი დატოვა რუსეთის ტერიტორია და ხელსაყრელ ადგილებს ეძებენ ჩვენს რეგიონში? - საქართველოს მდებარეობა იდეალურია ასეთი კომპანიებისთვის.

ეს კომპანიები წავიდნენ აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში და იქ უკვე შექმნეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. თუ იცით, რამდენი შემოვიდა საქართველოში? - სამწუხაროდ, არცერთი!

რატომ? - იმიტომ რომ თქვენ, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა არ შესთავაზეთ არაფერი, არც კი დაელაპარაკეთ მათ. უბრალოდ თავი არ შეიწუხეთ იმიტომ, რომ თქვენთვის ბევრად უკეთესია, რომ საქართველოში მხოლოდ ის ბიზნესები იყოს, რომლებიც თქვენი გავლენის ქვეშ იქნებიან და ფულს თქვენ ჯიბეში ჩადებენ.

უფრო მეტიც, ჩვენს საქმიან წინადადებას ამ კომპანიების საქართველოში შემოყვანის შესახებ, მთავრობამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ თურმე თავი უნდა დავანებოთ რუსეთიდან გასულ კომპანიებს და რა კომპანიებზეა საუბარი - საუბარია Google-ზე, Amazon-ზე, Apple-ზე, Mercedes-ზე, Volkswagen-ზე. მაგრამ Apple და Volkswagen-ი კი არა, ქუთაისში ორჯერ გახსენით არ არსებული ელექტრო მანქანების ქარხანა სად არის ეს ქარხანა? - აი, ასეთი ტყუილებია ივანიშვილის პარტიის ხელწერა. აი, ეს არის ჩვენ შორის განსხვავება”, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება