თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს - თქვენ ხართ კაცი, რომელიც ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით კი პოლარიზაციას აფინანსებს

თქვენ რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მომსწრე ამ პარლამენტში ყოფილიყავით, ან წაგეკითხათ 2011 წლის დოკუმენტი, აღარ გექნებოდათ ის პოზიცია, რომ ეროვნული ინტერესი არ არის დეოკუპაცია, - მიმართა „რეფორმების ჯგუფის" წევრმა თეონა აქუბარდიამ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.

თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება" უკვე სამგზისაა ხელისუფლებაში, მაგრამ 2018 წლის შემდეგ არ განუახლებია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არცერთი ფუძემდებლური სტრატეგიული დოკუმენტი.

„თქვენ არ განგისაზღვრავთ, რა არის ეროვნული ინტერესები, რა საფრთხეები და გამოწვევები აქვს ქვეყანას, როგორ უნდა შევამციროთ ეს გამოწვევები და როგორ უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოებისა და ხელისუფლების ეროვნული ერთობა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. გასაკვირი არ არის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან გააუქმეთ და მთავრობამ მოგვიანებით შექმნა, არ ფუნქციონირებს. არ ფუნქციონირებს არა იმიტომ, რომ შეკრება ეზარებათ, არამედ იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნული ინტერესი აღარ არის, რასაც მოწმობს ძალიან ბევრი რამ", - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ის ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას.

„თქვენ ხართ კაცი, რომელიც ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით კი - აფინანსებს პოლარიზაციას. არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისი, რომ თქვენ განახორციელებთ 9 რეკომენდაციას, წაიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ და ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესს - დეოკუპაციას, მინიმუმ, ხედვის სახით შესთავაზებთ საზოგადოებას. ამიტომ, ჩემი ნდობა ვერც თქვენ და ვერც მთავრობას ვერ ექნება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება