გენერალი გორდონ დეივისი -  ნატოს წვრთნები რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირებაა - პირველადაა, რომ ნატო ემზადება რუსეთისგან თავის დასაცავად

ნატოს წვრთნები რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირებაა, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამერიკელმა გენერალმა გორდონ დეივისმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

მან ისაუბრა ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების შესახებ და აღნიშნა, რომ პირველად ხდება, როცა ნატო ემზადება რუსეთისგან თავის დასაცავად.

„ეს [წვრთნები] ძალიან ბევრი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. მადლობა, რომ ამ თემაზე საუბრობთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ასეთი რამ ხშირად არ ხდება- ამ წვრთნებზე ბევრი რამ პირველად ხდება. ეს ნატოს პირველი წვრთნაა, რომელიც ერთიან სამხედრო გეგმას, ან შეგვიძლია ვთქვათ, გეგმების დიდ ოჯახს განიხილავს, რომლის ბოლო ნაწილიც ვილნიუსში დამტკიცდა. ეს ევროპის თითქმის თანასწორი მოწინააღმდეგისგან დასაცავად მოხდა. ნათელი რომ იყოს, ვიტყვი, რომ რუსეთზე ვსაუბრობთ.

პირველადაა, რომ ნატო ემზადება რუსეთისგან თავის დასაცავად. რუსეთის, რომელიც ნატოს უკვე მიჩნეული ყავს ყველაზე დიდ, უდიდეს პირდაპირ საფრთხედ.

წელს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის წვრთნაა, ვიდრე აქამდე. 90,000 ადამიანზე ვსაუბრობთ. ნატოს ყველა წევრი ქვეყანა და ასევე შვედეთი წელს გაივლიან წვრთნას და ივარჯიშებენ არა მარტო თავდაცვაში და პოტენციურ საფრთხეზე რეაგირებაში, არამედ ასევე ლოგისტიკურ მოძრაობაში, ჩრდილოეთ ამერიკის პორტებიდან დაწყებული, ევროპით დამთავრებული.

[სამხედროები გაიწვრთნებიან] პორტებში, აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ჩამოტვირთვაში, ევროპაში წინასწარ განლაგებული [იარაღის] მარაგის მიღებასა და პერსონალის აღჭურვაში. ისინი ივარჯიშებენ ამ ჯარების ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადასხმასა და სამხედრო მობილობაში. გათამაშდება ის სამხედრო რეგიონული გეგმები, რომლებიც გასულ წელს დამტკიცდა [ნატოს მიერ].

ასე რომ, ესაა უზარმაზარი წვრთნები, ისეთი, როგორიც ალიანსისგან 80-იანი წლების შემდეგ არ გვინახავს. ნება მომეცით ასევე ვთქვა, რომ ეს მაინც არაა ზოგიერთი იმ რუსული წვრთნის მასშტაბის რომელიც გასული წლების განმავლობაში ტარდებოდა, იქნება ეს "ზაპადი", "ვასტოკი" თუ სხვა.

ის წვრთნები, რუსული წყაროების მიხედვით, 300,000 ადამიანამდე ადიოდა."ზაპადი" ბოლოს 2017 და 2021 წლებში ჩატარდა, რადგან ის ყოველ 4 წელიწადში იგეგმება. ეს წვრთნები რუსეთის მიერ ტარდებოდა, რათა რუსეთს ნატოს "პოტენციური" საფრთხისთვის ეპასუხა. თუმცა, ეს საფრთხე არ არსებობს და ის რუსეთის გამოგონილია. ეს ბოლო წვრთნები 100,000-დან 200,000-მდე იყო, რაც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ნატოს ის წვრთნები, რომელიც წელს ტარდება“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება