ირაკლი კობახიძე გახარიაზე - ამ კაცმა რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში

ამ კაცმა რა მოაწყო დღემდე ვერ გავიგე. ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კადიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძემ 2-დღიანი მოსმენის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ყველა დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს და ოპოზიციის მხრიდან „განსხვავებულ ტონზე“ მიუთითა, თუმცა დასძინა, რომ შინაარსი უმეტეს შემთხვევაში დარჩა უცვლელი.

„შევაჯამებ იმ დისკუსიას, რომელიც დღეს გაიმართა საქართველოს პარლამენტში. ერთი რამ, რაც ყველამ შენიშნა, იყო განსხვავებული ტონი და ტონალობა ოპოზიციის მხრიდან. სამწუხარო არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში შინაარსი დარჩა უცვლელი.

იყო საქმიანი ნაწილიც და მადლობას გადავუხდი ყველა იმ დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ ამ განხილვას, დასვეს საქმიანი კითხვები, საქმიანად ჩაერთნენ დისკუსიაში, თუმცა იყო არასაქმიანი ნაწილიც.

ტრადიციულად აქ გამოირჩნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ ყველაფრით ტრადიციულად გამოირჩევიან ხოლმე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ მოისმინეთ ვაშაძის, ბოკუჩავას გამოსვლები, ეს იყო „ლელო“ და აქ იყვნენ გიორგი გახარიელები. ადრე არსებობდნენ ნორჩი ლენინელები, ლენინმა ოქტომბრის რევოლუცია მაინც მოაწყო, ამ კაცმა რა მოაწყო დღემდე ვერ გავიგე. ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს