ირაკლი კობახიძე - სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას

სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან პარლამენტს და პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში მყისიერად შეუდგება სამუშაოს შესრულებას.

„მადლობას გადავუხდი პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის. ბუნებრივია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, თან თვისობრივად საქმიანობის განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო არის. დიდი პასუხისმგებლობა არის და რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები. ახლო მომავალში მყისიერად გადავალთ უკვე სამუშაო რეჟიმზე, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. კონკრეტულად, საქართველოს მთავრობის წინაშე.

რაც შეეხება პროცედურას, კარგი იყო, რომ რომ მშვიდ გარემოში წარიმართა საპარლამენტო პროცედურები.

რაც შეხება დისკუსიის ხარისხს, ხარისხი არ იყო ბოლომდე დამაკმაყოფილებელი, თუმცა, იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება ჩვენთან პოლიტიკური კულტურა, რაც კიდევ უფრო შინაარსობრივს გახდის საქართველოს პარლამენტში დისკუსიებს. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, პრეზიდენტის მხრიდან დანიშვნას, ეს არის უფრო მეტად ტექნიკური საკითხი. ამას არ აქვს რაიმე სამართლებრივი თუ პოლიტიკური მნიშვნელობა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. პირადად ჩემთვის ეს არ არის აქტუალური გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია დაზღვევის მექანიზმებს შეიცავს იქ, სადაც არ არის დაცული კონსტიტუციის მოთხოვნები“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო