ბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძეს - თქვენ არცერთ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევას არ იმსახურებთ

ბატონო ირაკლი, ივანიშვილი თქვენზე უკეთესს კანდიდატს პრემიერ-მინისტრად ნამდვილად ვერ შეარჩევდა იმის საჩვენებლად რა დაემართა და რად იქცა „ქართული ოცნება" დღეს,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

პარლამენტის წევრის შეფასებით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყველაზე უუფლებო პრემიერი იქნება.

„გისმენდით სამთავრობო პროგრამაზეც, დაპირებებზეც და ამითაც დაადასტურეთ, რომ თქვენ იქნებით ყველაზე უუფლებო პრემიერი. დღეს, „ოცნების" მომავალი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის" სახეების არგუმენტებით და სიტყვებით საუბრობდით 20 ივნისზე, კორუფციაზე და კიდევ ბევრ საკითხზე, რაც ჩვენ არ გვიკვირს, რადგან თქვენ დაადასტურეთ, რომ განასახიერებთ განაცებულ ოცნებას, ერთობლივ ქოლცენტრებს, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს, ადამიანს, რომელიც მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, გავრილოვი შემოიყვანა ქვეყანაში და გახდა ორი უზარმაზარი საპროტესტო აქციის მიზეზი. აი ამიტომ ნორმალურ სახელმწიფოში, ხალხის აზრით, ჩემი აზრითაც მათ შორის, თქვენ არცერთ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევას არ იმსახურებთ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება