ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ სენატის უკრაინის დახმარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო - ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის

მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის, მისი გადაწყვეტილების გამო, რომ უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარების საკითხი განბლოკოს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სენატის გადაწყვეტილებას უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაზრდისთვის. ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის 95.3 მილიარდი დოლარის ოდენობის შემდგომი დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმების წინ წაწევას მას შემდეგაც, რაც „რესპუბლიკელებმა“ უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასაც ითვალისწინებდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება