ოლივერ ვარჰეი - ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს - განვაგრძობთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მისი თქმით, 2024 წელი გადამწყვეტი წელია ქვეყნისთვის, რადგან არჩევნები უნდა ჩატარდეს და ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

„ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია ქვეყნისთვის, რადგან მისი ხალხი არჩევნებზე მიდის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და ეკონომიკურ განვითარებაში“, – წერს ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება