კიმ ჩენ ინი - უყოყმანოდ გამოვიყენებთ მთელ ჩვენს ძალას მტრის გასაცამტვერებლად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანა უყოყმანოდ გამოიყენებს მთელ თავის სამხედრო ძალას მტრების გასანადგურებლად, თუ რომელიმე მათგანი ძალას გამოიყენებს მის წინააღმდეგ.

მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ეს კომენტარი თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის დროს განაცხადა.

„თუ მტრები შეეცდებიან ძალის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ მივიღებთ გაბედულ გადაწყვეტილებას, შევცვალოთ ისტორია და უყოყმანოდ გამოვიყენოთ მთელი ჩვენი სუპერ ძალა მათ გასაცამტვერებლად“, - ციტირებს KCNA-ი კომ ჩენ ინის სიტყვებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, არასოდეს გამართავს დიალოგს ან მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან, რომელიც მისი ქვეყნის „ნომერ პირველი მტერია“ და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი სამხედრო მზადყოფნის პოლიტიკა ერთადერთი გზაა ჩრდილოეთ კორეისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება