საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები ხორციელდება, პარლამენტი დღეს განიხილავს

საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.

მუხლობრივი განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე, კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება პარლამენტის საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების 90 ხმით მხარდაჭერა ვერ მოხდა, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 76 ხმა იქნება საჭირო. თუ საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ვერც ამ ეტაპზე მოხდა, მომდევნო პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და კანდიდატებს არჩევისთვის კვლავ 76 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ. თუ არჩევა ვერც მესამე კენჭისყრით მოხდა, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთი კვირაში ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიასა და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას გაუგზავნის. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, იმავე სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე დანიშნოს.

გარდა ამისა, ამავე ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

აღნიშნული კანონის პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით სექტემბრის თვეში მიიღო, რის შემდეგაც დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო