მიხეილ სარჯველაძე - გამოვხატოთ მზადყოფნა, რომ რაც შეიძლება ინტენსიური იყოს ჩვენი თანამშრომლობა მთავრობასთან, რათა ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორი ნაბიჯები გადაიდგას

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა პარლამენტში გუშინ მიღებული, ეს უკავშირდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომის გახსნისას განაცხადა.

მან გამოხატა ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა იმისთვის, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორი ნაბიჯები გადაიდგას.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა პარლამენტში გუშინ მიღებული, ეს უკავშირდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე. იმედი მაქვს, კომიტეტი და მთლიანად პარლამენტი იქნება თანაზიარი, ამ თვალსაზრისით ერთ აზრზე ვიქნებით, რომ ჰქონდეს მაქსიმალურად დიდი წარმატება ირაკლი კობახიძეს და მთლიანად მთავრობას. არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება. წარმატებები ვუსურვოთ და ჩვენი მხრიდან გამოვხატოთ მზადყოფნა, რომ, რაც შეიძლება მაღალი და ინტენსიური იყოს ჩვენი თანამშრომლობაც, მხარში დგომაც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორი ნაბიჯები გადაიდგას, უფრო ინტენსიური მუშაობაც წარიმართოს და განვითარდეს მთლიანად ჩვენი სახელმწიფო სწორი მუშაობის შედეგად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი