გიორგი კალანდარიშვილი - როგორ სამართლებრივ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირს?! - კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან თავის მსხვერპლად წარმოჩენა ხდება

როგორ სამართლებრივ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს ისეთ პირს, რომელიც ამ სახით პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით?! - კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან ხდება თავისი თავის მსხვერპლად წარმოჩენა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში, ოპოზიციის კვოტით კომისიის წევრი იმავე გავლენებით ისარგებლებს, რაც აქამდე ჰქონდათ.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს კანონი თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ მათ ცვლილების ასეთი სახით მიღების შემთხვევაში, დარჩებათ კომისიის წევრი და კომისიის გადაწყვეტილებებზე ექნებათ ზუსტად იგივე გავლენა, რაც აქამდე ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარის მოადგილეს, ამ შემთხვევაში, ე.წ. ოპოზიციის კვოტიდან, ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მათ კანონიდან გამომდინარე აქვთ, ეს არის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მისი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან ხდება თავისი თავის მსხვერპლად წარმოჩენა. ამასთანავე, ვხედავთ, ასევე, იმას, რომ პარტიული მიკერძოებიდან ვერ გამოდის. არათუ ვერ გამოვიდა ამდენი წლის განმავლობაში, არამედ ისიც ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მისსავე პარტიაში პოლიტიკური საბჭოს წევრის პოზიცია დაიკავა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათ კვლავ დარჩებათ ამ ცვლილების ამ სახით მიღების შემთხვევაში, კომისიის წევრი იმავე გავლენებით, რაც აქამდე ჰქონდათ. რაც შეეხება საფრთხეს, პროფესიული კუთხით გეტყვით - როგორ წარმოგიდგენიათ და როგორ სამართლებრივ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს ისეთ პირს, რომელიც ამ სახით პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით?! როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ამდენი წელია ვხედავთ ამ ბატონის საქმიანობას, ვაკვირდებით კომისიაში და კარგად ვნახეთ მისი განცხადებებიდან, რაც არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ის პოლიტიკური მიკერძოებიდან არ თუ ვერ გამოდის და მოქმედებს მხოლოდ პარტიული დღის წესრიგით“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.

მუხლობრივი განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ