რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - სახლებს, სასტუმროს, რესტორანსა და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე Shahed-ის დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ზმიევის თემში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოკუპანტებმა ზმიევის თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განახორციელეს. მაშველებმა სასტუმროს შენობაში, რესტორანსა და 3 მსუბუქ ავტომობილში ხანძარი ჩააქრეს“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, დაცვის დაშავებულ თანამშრომელს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. თავდასხმების შედეგად დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები, დასასვენებელი კომპლექსის სამსართულიანი შენობა და რესტორანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ძალების ცნობით, 9 თებერვლის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 16 დრონით შეუტიეს, აქედან 10 უკრაინელებმა გაანადგურეს.

„საბრძოლო მუშაობის შედეგად, 10 „შაჰედი“ განადგურდა მიკოლაივის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება