გიორგი სიორიძე - ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი“, მიუღებელია, როგორც ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი“, მიუღებელია, როგორც ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღებს პროექტს ერთპარტიული ცესკოს დაკანონების შესახებ.

ამასთან, როგორც სიორიძემ აღნიშნა, გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერები ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, ყველა ოპოზიციური პარტია დათანხმებია ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილებას.

„მიუხედავად ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნისა, რომელიც, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თავადვე მოითხოვეს, მმართველი გუნდი აიგნორებს დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს და საარჩევნო რეფორმის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მორგებას ცდილობს. ისინი ცდილობენ მოიპარონ არჩევნები, მაგრამ მათი მცდელობები ფუჭია!

სამწუხაროდ, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ არ მორიდებია ფაქტების დამახინჯებას და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერები ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას,

თითქოს საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, ყველა ოპოზიციური პარტია დათანხმებია ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილებას - ეს არ შეესაბამება სიმართლეს!

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი“, მიუღებელია, როგორც ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის.

ამ საერთო წინააღმდეგობის ფონზე, დღეს „ქართულ ოცნებას“ განსახილველად გამოაქვს დაწუნებული საარჩევნო რეფორმა და მხარს დაუჭერენ ნაბიჯის უკან გადადგმას, რომელიც 9 დათქმის შესასრულებლად წინ უნდა გადაედგათ.

ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ უნდა იქნეს მიღებული. „ქართული ოცნება“, ნაცვლად ამ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციათა გათვალისწინებისა, ვენეციის კომისიის კრიტიკითაა დაკავებული. ეს შეუძლებელს ხდის ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას და დიდ დარტყმას აყენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს“,- განაცხადა სიორიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება