მიხეილ სარჯველაძე გვარამიას პარტიაზე - უპერსპექტივო მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“

მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივო მცდელობაა ამ ხალხის მხრიდან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ ისე, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია ამ სახელწოდებასთან „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის თაობაზე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, პოლიტიკური პარტიის დატოვება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას იმაზე, რაც პარტიაში ყოფნის პერიოდში შავდებოდა.

„არ შეიძლება უბრალოდ ასე მოხდეს, რომ მაგალითად პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც დააშავა რაღაც, იქ მყოფი ადამიანები, იმ პერიოდში, როდესაც რაღაც შავდებოდა, როდესაც გადიან ამ პარტიიდან და სხვა ახალი მოდის, რომ იმ ახალ ადამიანებს ჩამოეკიდოს ეს პასუხისმგებლობა და ის ვინც გავიდა, ასე ვთქვათ, ითვლებოდეს უპასუხისმგებლოდ,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს