თბილისის მერი - ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს

ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი დაკავებული მებაჟე საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ კახა კალაძეს სამშენებლო ბიზნესში ფინანსური ინტერესები აქვს და ტვირთებზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის, საბაჟო დოკუმენტების ფალსიფიცირება ხდება.

„მცდელობა გაქვთ, სისულელეები გაავრცელოთ, სულ სპეკულაციებში და ინტრიგებში ხართ. მე ვაყალბებ დოკუმენტაციას? ამ სისულელეებს შეეშვით, ჩემი თხოვნა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე - ჰქონდა თუ არა საგამოძიებო უწყებებს მასთან რაიმე სახის კითხვები, თბილისის მერი პასუხობს, რომ მისი ცხოვრების არცერთ ეტაპზე, არც სპორტში და არც პოლიტიკაში ყოფნის დროს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„არა, არასდროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, ბუნებაში არ არსებობს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს ოდესმე - სპორტში, სპორტის მერე პოლიტიკაში. ვერ ნახავთ უბრალოდ მსგავს ფაქტს, რადგან არ არსებობს. სად უნდა ეძებოთ ასეთი ადამიანები, მაგასაც მიგასწავლით, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში და ა.შ.“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება