BTU AI ჰაკათონი ოფიციალურად გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონის მეორე ტური სტუდენტებისთვის ოფიციალურად დაიწყო.

BTU-ს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ჰაკათონში საერთო ჯამში საქართველოს 22 უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 116 გუნდი მონაწილეობდა. მეორე ტურში კი 21 გუნდი და 70-მდე სტუდენტი გადავიდა.

ჰაკათონის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა შექმნან ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები, რომელსაც შემდეგ საგანმანათლებლო სექტორთან დააკავშირებენ. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია, რომელიც 3 გამარჯვებულს შორის განაწილდება. გუნდები თანხას პროტოტიპის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლის წევრებიც არიან:

  • ზაალ გაჩეჩილაძე - Pulsar AI თანადამფუძნებელი, AI Lab თანადამფუძნებელი;
  • რატი სხირტლაძე - მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი;
  • იოსებ ხუციშვილი - MaxinAI - თანადამფუძნებელი;
  • მარიამ ჩახვაძე - Machine Learning / Software Engineer | Quantori;
  • მიხეილ რუხაია - BTU-ს პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი | ხელმძღვანელი;
  • თორნიკე სულაბერიძე - ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი | Lineate.

ჰაკათონის სამუშაო პროცესში მონაწილეებს მენტორობას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები უწევენ:

  • მართა მელია - მონაცემთა მეცნიერი | საქართველოს ბანკი;
  • ანზორ გოზალიშვილი - ML Engineer | Quantori;
  • ანა კოლხიდაშვილი - R&D გუნდის ლიდერი | Impel;
  • გრიგოლ სამხარაძე - Startup Advisor / Mentor.

მონაწილეებისთვის, ასევე, დაგეგმილია MIT-ის ონლაინ ტრენინგი, თემაზე The impact of generative AI on business and the future of innovation. მისი სპიკერი იქნება MIT Sloan School of Management-ის ლექტორი, სერიული ანტრეპრენერი ჯორჯ ვითფილდი.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში იმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატსა და ღონისძიებას აერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებს მონაწილეობას.

AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. ჰაკათონის პარტნიორია გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori და საერთაშორისო კომპანია Devexperts.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება