გია ვოლსკი - გამოდის, ვერასდროს ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან - მათთან შეთანხმება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „ან ჩვენი იქნება, ან არ იქნება არავინ საერთოდ“

გამოდის, რომ ვერასდროს ვერ ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან და ოპოზიციასთან შეთანხმება, თქვენ იცით, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „ან ჩვენი იქნება, ან არ იქნება არავინ საერთოდ“,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მომხსენებელ გივი მიქანაძეს კითხვით მიმართა, ძალაში რჩება თუ არა შეთავაზება იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკება შედგეს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და 3/5-ით იქნას არჩეული ცესკოს თავმჯდომარე.

„დავაზუსტოთ, შეთავაზება იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკება შედგეს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და 3/5-ით იქნას არჩეული [თავმჯდომარე], შეთანხმების შესაძლებლობა ხომ ძალაში რჩება? მეორე შეკითხვა, თუკი არ იქნება გათვალისწინებული ის, რასაც ოპოზიცია ამბობს, შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ ავირჩიოთ თავმჯდომარე? გამოდის, რომ ვერასდროს ვერ ავირჩევთ თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან და ოპოზიციასთან შეთანხმება, თქვენ იცით, რომ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ, „ან ჩვენი იქნება ან არ იქნება არავინ საერთოდ“.- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.

საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე, კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება პარლამენტის საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების 90 ხმით მხარდაჭერა ვერ მოხდა, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 76 ხმა იქნება საჭირო. თუ საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ვერც ამ ეტაპზე მოხდა, მომდევნო პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და კანდიდატებს არჩევისთვის კვლავ 76 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ. თუ არჩევა ვერც მესამე კენჭისყრით მოხდა, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება