ვლადიმერ პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე - გამოჩნდა პატრიოტი, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მისი ლიკვიდაცია მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში პატიმრობაში მყოფი The Wall Street Journal-ის კორესპონდენტის, ევან გერშკოვიჩის გაცვლა შესაძლებელია, თუ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ითანამშრომლებენ.

აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის კონტექსტში პრეზიდენტმა გაიხსენა გერმანიაში მსჯავრდებული რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

„ერთ-ერთ ქვეყანაში, შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანაში, ზის კაცი, რომელმაც პატრიოტული მიზეზების გამო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ბანდიტის ლიკვიდაცია განახორციელა“, - აღნიშნა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

პუტინის თქმით, აღნიშნულმა მეთაურმა ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები გზაზე დააგდო, შემდეგ კი მანქანით თავებზე გადაუარა.

„როგორი ადამიანია ეს და არის თუ არა ადამიანი? მაგრამ გამოჩნდა პატრიოტი, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მისი ლიკვიდაცია მოახდინა. თავისი ინიციატივით გააკეთა თუ არა მან ეს - სხვა საკითხია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

2021 წლის 15 დეკემბერს ბერლინის სასამართლომ 56 წლის რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კრასიკოვი ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის 2019 წელს ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მოსკოვმა განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება გერმანიაში მიღებულ გადაწყვეტილებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხანგოშვილს ტერორისტი და „ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული ბანდების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი“ უწოდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო