გიორგი კახიანი - რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პარტიული ნიშნით არჩეული წევრი? - რაც სწორია იმაზე შევთანხმდეთ და ვენეციის კომისია მოგვიწონებს, მერწმუნეთ!

რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პარტიული ნიშნით არჩეული წევრი? რაც სწორია იმაზე შევთანხმდეთ და ვენეციის კომისია მოგვიწონებს, მერწმუნეთ! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატები „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა სამართლებრივი შეფასებებისგან სრულიად დაცლილია.

„ის შეფასებები, რომელიც კეთდება, არცერთი არ ეფუძნება არგუმენტაციას, რომ ესა თუ ის რეგულაცია სწორია თუ არ არის სწორი. ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლაში, ძირითადად, პათოსია, რომ ვენეციის კომისიაში არის ასეთი შეფასება, ისეთი შემოთავაზება და მოდით ეს გავითვალისწინოთ. მოდით, ვნახოთ რა წერია კომისიის დასკვნაში. ის სამართლებრივი შეფასებებისგან სრულიად არის დაცლილი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის იმის შეთანხმების ნაწილი, რომელზეც შევუთანხმდით თავის დროზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას არც შემოერთებია. ვენეციის კომისია რას იტყვის, რომ რაც სწორია ამაზე თუ შეთანხმდებით, ამას შეეწინააღმდეგება?! ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში ის კი არ თქვა, რომ ეს სწორიაო, უბრალოდ, ამაზე რომ შეთანხმდითო, დატოვეთ, იყოს ასეო. ჩვენ თუ ახლა შევთანხმდებით იმაზე რაც სწორია, ვენეციის კომისია ამაზე იტყვის, რომ არასწორია და ამას ნუ გააკეთებთო?! მე გთავაზობთ, მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რაც სწორია და ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. ახლა ვმსჯელობთ თემაზე თავმჯდომარის მოვალეობა შეიძლება თუ არა შეასრულოს პარტიული ნიშნით არჩეულმა წევრმა, ამას ეთანხმებით თქვენ, რომ თეორიულად ცესკო-ს თავმჯდომარე შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წარმომადგენელი? რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პარტიული ნიშნით არჩეული წევრი? რაც სწორია იმაზე შევთანხმდეთ და ვენეციის კომისია მოგვიწონებს, მერწმუნეთ!“- განაცხადა გიორგი კახიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო