მიხეილ სააკაშვილი - მინდა, მივმართო აშშ-ის კონგრესს - გთხოვთ, მიეცით უკრაინას დახმარება, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო დამარცხდება და ამერიკა დამარცხდება

მინდა, მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს - გთხოვთ, მიეცით უკრაინას დახმარება, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო დამარცხდება და ამერიკა დამარცხდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას, ინგლისურ ენაზე გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია.

„მინდა მივმართო ჩემს მეგობარ სენატორებს რესპუბლიკური პარტიიდან. თქვენ იცით, რომ ჩემთვის რესპუბლიკური პარტია ყოველთვის არის რონალდ რეიგანის, მთელი ჩემი ცხოვრების გმირის, პარტია და ასევე, ჩემი უახლოესი მეგობრის, ჯონ მაკკეინის პარტია. სწორედ რონალდ რეიგანმა შეიტანა წვლილი საბჭოთა კავშირის განადგურებაში, მან დაასრულა ის. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, არ მიატოვოთ უკრაინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გემუდარებით, ჩემი პატიმრობიდან რუსული რეჟიმის მიერ, მე ვარ პუტინის პერსონალური პატიმარი და გემუდარებით, როგორც უკრაინის მოქალაქე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ამ რეგიონში მრავალი წლის განმავლობაში, გთხოვთ, მიეცით უკრაინას დახმარება, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო დამარცხდება და ამერიკა დამარცხდება. მე უკეთ ვიცნობ პუტინს, მას ბევრჯერ შევხვედრივარ და ვიტყვი, რომ ის ამერიკის მთავარი მოძულეა. ეს არის ჩემი მიმართა ამერიკის კონგრესისადმი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება