მიხეილ სააკაშვილი - ვერ დავუშვებთ, რომ „ქოცებს“ 500 ათასი ხმა აქვთ ფორად, თან ისეთი, რომ ვერც შინაური და ვერც გარე დამკვირვებელი არჩევნების დღეს დარღვევას ვერ იპოვის - ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას

ვერ დავუშვებთ, რომ „ქოცებს“ 500 ათასი ხმა არჩევნებამდე უკვე აქვთ ფორად, თან ისეთი, რომ ვერც ერთი დამკვირვებელი, ვერც შინაური და ვერც გარეული იმ დღეს დარღვევას ვერ იპოვის - ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას. ეს სკოლა ამოქმედდება თვე-თვენახევარში. გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება არ გამოუვა და „ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ამის გაკეთება სურს“.

„2022 წლის მონაცემებით, რომელიც სტატისტიკის სამსახურის საიტზეა გამოქვეყნებული, 20-85 წლის ასაკის 2 მილიონ 735 ათასი ადამიანი გვყავს. ცესკოს 2021 წლის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 მილიონ 497 ათასი. ამ ორ რიცხვს შორის სხვაობა 762 ათასია. მათი აზრით, გამოდის, რომ 18-19 წლის ამომრჩეველი შემოგვემატა ამ ოდენობის. ცესკოს რაოდენობაში 500 ათასი ადამიანი ვინ არის და საიდან მოვიდა, ზუსტად არავინ იცის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის ის ხალხი, ვინც განდევნეს საქართველოდან, ხელოვნურად გაყარეს. გაამზადეს მათი პირადობის მოწმობები და ასე აპირებენ ამ ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. მიაჩნიათ, რომ ახლა მთავარია არ იყოს ბუნტი, იყოს სიწყნარე, წყნარად, მშვიდად მიაგორონ არჩევნებამდე და ეს არჩევნები უხეშად გააყალბონ. ჩვენ ხელჩამოშვებულები არ ვისხდებით. ვერ დავუშვებთ, რომ „ქოცებს“ 500 ათასი ხმა არჩევნებამდე უკვე აქვთ ფორად, თან ისეთი, რომ ვერც ერთი დამკვირვებელი, ვერც შინაური და ვერც გარეული იმ დღეს დარღვევას ვერ იპოვის. ამიტომ, ამ მონსტრის დასაშლელი ერთადერთი გზა სიების მონიტორინგის კარგი სისტემის აწყობაა, კარგად დატრენინგებული ადამიანები, სწორი მეთოდოლოგიით იწყებენ თითოეული ამომრჩევლის გადამოწმებას ცესკოდან გამოთხოვილი სიების მიხედვით. ამიტომ, ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას. ეს სკოლა ამოქმედდება თვე-თვენახევარში. გავატარებთ, ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას. მთელ მსოფლიოს შევატყობინებთ ამას. წყნარად არ გამოგივათ ამ გაყალბების მომზადება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წინასწარ მოპარული 500 ათასი ხმა წინასწარ გაგაგდებინოთ. თქვენ მოიპარეთ ბიუჯეტი, საქართველოს ხალხის იმედი და ახლა გინდათ, მათ არჩევნები მოპაროთ და საბოლოოდ, ჩაასამაროთ და მოსპოთ ეს ქვეყანა. არ გამოგივათ! ვერ მოგართვით ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ამის გაკეთება სურს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო