თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლეს

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის უწყებაში გენერალ რობერტ ბრიგერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.

„გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან სამხედრო სფეროში პარტნიორობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ რეფორმებისა და ღირებულებების ერთგულება, რასაც სამხედრო სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კავშირები ეფუძნება.

შეხვედრაზე ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება და ის მექანიზმები მიმოიხილეს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გენერალი რობერტ ბრიგერი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრა, სადაც ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. სტუმარმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი გმირთა მოედანზე მიაგო. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, ასევე საოკუპაციო ხაზის მონახულება“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს