ცესკოში „მოქალაქეების“ წევრი ივანე ნორაკიძე - „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისთვის საარჩევნო წელი შეუსაბამო დროა და ინიცირებული ვარიანტი საარჩევნო პროცესის მდგრადობას შეუქმნის პრობლემას

მმართველი გუნდის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისთვის საარჩევნო წელი შეუსაბამო დროა და ინიცირებული ვარიანტი საარჩევნო პროცესის მდგრადობას შეუქმნის პრობლემას, - ამის შესახებ პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ გენერალურმა მდივანმა, ცესკოს წევრმა, ივანე ნორაკიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ცესკოში ოპოზიციური მოადგილის თანამდებობის გაუქმება შეამცირებს ოპოზიციის როლს და ჩართულობას საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც ნეგატიურად აისახება საარჩევნო პროცესის ბალანსზე და ინკლუზიურობაზე“.

„აღნიშნული ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასეთი მასშტაბით უგულებელყოფამ, შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რადგან ევროკავშირის 9 დათქმიდან, ერთ-ერთი მოიცავს საარჩევნო რეფორმას ვენეციის კომისიის და ეუთო ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.

ცესკოში ოპოზიციური მოადგილის თანამდებობის გაუქმება შეამცირებს ოპოზიციის როლს და ჩართულობას საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც ნეგატიურად აისახება საარჩევნო პროცესის ბალანსზე და ინკლუზიურობაზე.

პრეზიდენტისთვის მიერ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შერჩევა/წარდგენის უფლების არასათანადოდ გამოყენებამ, გზა გაუხსნა მმართველ გუნდს მისთვის ამ უფლების ჩამოსართმევად, თუმცა ფაქტია ეს ცვლილებაც ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.

ზოგადად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ საარჩევნო წელს საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მდგრადობა. ასე რომ, ამ მასშტაბის ცვლილებების ახლა განხორციელება არც ამ მხრივ არის მიზანშეწონილი“,- აცხადებს ივანე ნორაკიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო