იაგო ხვიჩია - ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ნიკა გვარამია ციხეში ისე შეცვლილიყო, რომ საკუთარი „ნაცობის“უარყოფა დაეწყო - ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და სამივე ნიკა - მელია, გვარამია და მაჭუტაძე „ნაცებში“ უნდა დაბრუნდნენ

მგონია, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და სამივე ნიკა - მელია, გვარამია და მაჭუტაძე, ნაცვლად ახალი პარტიის გაკეთებისა, „ნაცებში“ უნდა დაბრუნდნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის პრობლემა, სათანადოდ არ მასპინძლობენ ადამიანებს და „გამოდის, რომ ღვაწლმოსილი „ნაცები“ მათგან გარბიან“.

„მე ვერ გეტყვით, რატომ აირჩიეს “ნაცმოძრაობასთან” დისტანცირება, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობა” კარებს არ უღებს, მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, თორემ ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ნიკა გვარამია ასე შეცვლილიყო ციხეში, რომ გარეთ გამოსვლის დროს ეგრევე დაეწყო უარყოფა საკუთარი „ნაცობის“. აქედან გამომდინარე, “ნაცებში” არის პრობლემა, სათანადოდ არ მასპინძლობენ ადამიანებს და გამოდის, რომ ღვაწლმოსილი “ნაცები” მათგან გარბიან. მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და სამივე ნიკა - მელია, გვარამია და მაჭუტაძე, ნაცვლად ახალი პარტიის გაკეთებისა “ნაცებში” უნდა დაბრუნდნენ.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა, სუბიექტებმა საკუთარი თავი წარადგინონ არა ერთი პარტიით, არამედ ერთზე მეტი პარტიით. მაგალითად: მიშას ამ წუთას 5 -ზე მეტი პარტია ჰყავს, “ქოცებს” 2-3 პარტია ჰყავთ. მე მგონია, რომ მათი ტაქტიკა უნდა იყოს “ქოცები” “ქოცებთან”, “ნაცები” “ნაცებთან” და დანარჩენი “გირჩი”, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება