ვალერი ზალუჟნიმ და კირილ ბუდანოვმა უკრაინის გმირის წოდება მიიღეს

გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაშია აღნიშნული.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ გმირის წოდება გენერალს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავ სამსახურში გამოჩენილი პირადი მიღწევებისთვის მიენიჭა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვსაც.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბუდანოვს გმირის წოდება მიენიჭა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თავგანწირული სამსახურისთვის.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის