გორის მერია მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ 7 ოჯახს ბინების ქირაობას სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ 7 ოჯახს ბინების ქირაობას სთავაზობს.

გორის მერიის ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში ადგილობრივებს მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა. მან თითოეული მათგანი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მდგომარეობის გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩია.

მათივე ცნობით, მერიამ შვიდივე ოჯახს არსებული საფრხის შესახებ წერილობითაც აცნობა.

„მუნიციპალიტეტმა მაწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების კიდევ ერთხელ გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო

მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გორში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება