რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს - თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რწმენას გამოთქვამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში.

„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედისმომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - კეთილდღეობა და ბედნიერება“,-აღნიშნულია ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება