საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პორტსმუტის უნივერსიტეტმა (გაერთიანებული სამეფო)   ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და პორტსმუტის უნივერსიტეტს (გაერთიანებული სამეფო) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვახტანგ ფარესიშვილმა და პორტსმუტის უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციური სერვისების დირექტორმა - სარა დაკერინგმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა მათი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: ეკონომიკური დანაშაულისა და სხვა რელევანტური დანაშაულების სფეროში სამომავლო კვლევითი პროექტების მიმოხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ ფუნქციონირებას, პრევენციას, გამოძიებას და გამოვლენას; სამსახურის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსების ორგანიზებისა და მათი განხორციელების შესაძლებლობები - დისტანციური სწავლებისა და კამპუსში სწავლების ჩათვლით; ასევე, ერთობლივი სპეციალიზებული კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა და განვითარება.

აღსანიშნავია, რომ პორტსმუტის უნივერსიტეტი წარმოადგენს პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც საგამოძიებო სამსახურმა პროფესიული პარტნიორობა დაამყარა არსებობის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე. საგამოძიებო სამსახური კონცენტრირებული იქნება პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრთან (CCEC) მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა სპეციფიური სასწავლო კურსების მეშვეობით, ფასეული გამოცდილებით და ღირებული ცოდნით, გააუმჯობესოს თავისი გამომძიებლების და შესაბამისი თანამშრომლების კვალიფიკაცია, ასევე გააძლიეროს კვლევის, სწავლების და ინოვაციური უნარ-ჩვევები აღნიშნულ სფეროებში.

უახლოეს მომავალში განისაზღვრება კონკრეტული აქტივობები შესაბამის სფეროებში, მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს