მთავრობის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური სათათბირო შეიკრიბა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორამციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ა.შ.შ-სა და კანადის სამმართველოს მრჩეველი, კონსტანტინე კაპანაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, შეკრების მიზეზი გახდა ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიისა და „ხსნის არმიის" წერილები რელიგიის სააგენტოსადმი, რომელშიც რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები სააგენტოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საკონსულოსთან შუამდგომლობას, კერძოდ, ვიზების მიღების პროცედურაში დახმარებას თხოვდნენ.

„კონკრეტულად, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიისა და „ხსნის არმიის" წარმომადგენლები ვერ იღებენ ვიზას, რის გამოც რელიგიური ორგანიზაციებს ზიანი ადგებათ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარების თვალსაზრისით“,- აცხადებს ვაშაყმაძე.

ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დამოკიდებულება ხსენებული საკითხის მიმართ.

„როგორც გაირკვა, ანალოგიური პრობლემა მეტ-ნაკლებად, ბევრ მათგანს შეეხო. მათ თხოვნით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, დაეხმაროს საკითხის მოგვარებაში.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ გამოთქვა მოსაზრება, შედგეს და რელიგიის სააგენტოს მიეწოდოს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა სია, რომელშიც აღნუსხული იქნება მხოლოდ ის სასულიერო პირები, რომლებსაც კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციაში საგარეო ურთიერთობებისთვის უცხოეთში, კერძოდ, ა.შ.შ-ში მოგზაურობა მოუწევს. ერთობლივი სია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსულოს, რამაც, შესაძლოა, დადებითი როლი შეასრულოს პრობლემის მოგვარებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს