ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძეს - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით მსურს გულწრფელად მოგილოცოთ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი, ლი ჩიანგი, ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, ის მზად არის, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

"თქვენო აღმატებულებავ,

მოხარული ვარ, რომ თქვენ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესახებ შევიტყვე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ასევე ჩემი სახელით, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ.

ამჟამად, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღ იმპულსს იძენს, მყარდება ორმხრივი პოლიტიკური ნდობა, " ერთი სარტყელი, ერთი გზის" თანამშრომლობა სტაბილურად პროგრესირებს და საერთაშორისო ურთიერთობებში კოორდინაცია უფრო მჭიდრო ხდება.

მზად ვარ, თქვენთან ერთად, თანამშრომლობა გავაღრმაოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შევუწყოთ ორმხრივი კავშირების შემდგომ განვითარებას.

საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას და ქართველ ხალხს ბედნიერებას და ჯანმრთელობას", - ნათქვამია ჩინეთის პრემიერ-მინისტრის წერილში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება