კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა

კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

დელეგაციას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიოს შტატი) ხელმძღვანელობს.

დელეგაციაში ასევე შედიან აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის, წევრები ფრენჩი ჰილი (რესპუბლიკური პარტია, არკანზასის შტატი), ჯეისონ კროუ (დემოკრატიული პარტია, კოლორადოს შტატი), ებიგეილ სპანბერგერი (დემოკრატიული პარტია, ვირჯინიის შტატი) და ზაკ ნანი (რესპუბლიკური პარტია, აიოვას შტატი).

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!