პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლიმენტაციის პროცესში სამსახური ამუშავებს რეკომენდაციებს ე.წ. გაიდლაინებს საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით.

რეკომენდაციები მიზნად ისახავს, მათ შორის, კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებზე მითითებით, გაანალიზოს საკანონდებლო დანაწესი, რათა შესაბამისმა პასუხისმგებელმა სუბიექტებმა სრულყოფილად აღიქვან მათთვის დაკისრებული ვალდებულებების არსი და ფარგლები.

„აღნიშნული რეკომენდაციები ემსახურება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა განმარტებას, საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას, ის არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, არის სარეკომენდაციო ხასიათის და არ წარმოშობს დამატებით უფლებებსა და ვალდებულებებს.

გიზიარებთ რეკომენდაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შეიმუშავა.

ინციდენტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზების და მათ შესახებ ინფორმირების ამგვარი მექანიზმი მონაცემთა დაცვის ქართულ კანონმდებლობაში სიახლეს წარმოადგენს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შედეგად მონაცემთა სუბიექტების უფლებებისადმი მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან არიდებას.

გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და იგი განახლდება პერიოდულად.

გთხოვთ, გამოგზავნეთ წინადადებები და კომენტარები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@pdps.ge. „ - ნათქვამია ინფორმაციაში.

რეკომენდაცია სრულად იხილეთ:

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება