ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“არ შეგვიძლია აგრესორთან ჩვენს ბრძოლაში გავჩერდეთ. ეს ბრძოლა რომ ეფექტიანი იყოს, მოკავშირეების მხარდაჭერა გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატების. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კონგრესმენების უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნა იმ დროს, როდესაც რუსეთი მშვიდობიანი ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს.

“ეს ვიზიტი უკრაინის ძლიერი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერის შესახებ მეტყველებს, ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც აგრესორისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევაში გვეხმარება. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ერის საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, განსაკუთრებით იმ გმირების, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია 5 წევრისგან შედგება: მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიოს შტატი), რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასევე ფრენჩ ჰილი (რესპუბლიკური პარტია, არკანზასის შტატი), ჯეისონ კროუ (დემოკრატიული პარტია, კოლორადოს შტატი), ებიგეილ სპანბერგერი (დემოკრატიული პარტია, ვირჯინიის შტატი) და ზაკ ნანი (რესპუბლიკური პარტია, აიოვას შტატი).

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის