უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს.

10 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 31 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 23 უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს.

რუსების მიერ განხორციელებული შეტევების ძირითად მიმართულებებს ხარკოვისა და ოდესის ოლქები წარმოადგენდა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 73 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით 76 შეტევა განახორციელეს. სულ, ფრონტის ხაზზე 111 სამხედრო შეტაკება მოხდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!