საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი- შეჯიბრი მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე, უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული დღეს შეჯიბრის შესანიშნავი დღე იყო

“მთის ტრასების სააგენტოს” (MTA) მიერ შესანიშნავად იყო ორგანიზებული, მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე, უმაღლეს დონეზე,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო. “დღეს შეჯიბრის შესანიშნავი დღე იყო.

„მთის ტრასების სააგენტოს”(MTA) მიერ შესანიშნავად იყო ორგანიზებული, მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე, უმაღლეს დონეზე. უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო. ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრი იყო, რომელიც ამ სეზონზე გვქონდა”, - აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, დღეს და ხვალ თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება. შპს „მთის ტრასების სააგენტოს” ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს. შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა. 2024 წლის დასკვნითი ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიებია: „ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“, და „სილქნეტი“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება