მაია სანდუ - არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება

არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ტელეარხ Moldova 1-თან საუბარში განაცხადა.

“ჩვენთვის ძირითად მიზნად ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას ვცდილობთ, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე…

მარცხენა სანაპიროს [დნესტრისპირეთის] მაცხოვრებლებს ასევე მშვიდობა სურთ, ახლა შეშინებულები არიან, ვინაიდან რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. უკვე ვნახეთ ომის დასაწყისში ახალგაზრდა ადამიანები როგორ გადმოდიოდნენ მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე, იმის შიშით, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაგზავნიდნენ. იქ ისევე სურთ მშვიდობა, როგორც აქ.

ევროინტეგრაციის [დადებითი] ეფექტების დემონსტრირებას მოვახდენთ - და ვერ წარმოვიდგენ, იქ როგორ შეიძლება თქვან უარი ევროინტეგრაციაზე,” - განაცხადა სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძირითად პრობლემად დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ყოფნა რჩება.

“ვხედავთ, “კრემლის მსახურები” აქ დილიდან საღამომდე როგორ გამოხატავენ შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. მაგრამ მოლდოვის ნეიტრალურ სტატუსს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია არღვევს. არც ერთი სხვა ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს,” - განაცხადა სანდუმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება