ოთარ შამუგია - სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო

სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე და განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს, კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომელიც დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, არსებობს ისეთი ტიპის სტიქიური პროცესები, რომლის პროგნოზირება და პრევენცია მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელიც.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა , მიმდინარე დღეებში, დაახლოებით, ორასამდე სახლი შეაფასეს და 90-ზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, გეოლოგები ადგილზე რჩებიან და მონიტორინგი ვითარების დასტაბილურებამდე გაგრძელდება.

„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ის პროცესები, რომელიც დაწყებული გვაქვს წლების წინ. რაც შეეხება ქვეყანაში მონიტორინგის სისტემების განვითარებას, შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას. ეს წლების წინ დავიწყეთ, ფაქტობრივად. მოშლილი იყო მთელი სისტემა და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები”, - აცხადებს ოთარ შამუგია, რომლის კომენტარსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს