ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს - განიცდის, რომ მის გამო ძმაც შარში გაეხვა

ბრალს აღიარებს - განიცდის, რომ მის გამო ძმაც შარში გაეხვა,- ამის შესახებ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ადვოკატმა ელდარ გვალიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატმა, ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულს გამოძიების საწყისშივე დაენიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

„მე რომც არ მოვითხოვო, გამოძიება ვალდებულია, ამ შემთხვევაში, დანიშნოს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ისედაც დანიშნავენ.

გამოძიებას ორი თვე აქვს თავდაპირველი ვადა, შემდეგ შეიძლება კიდევ გააგრძელონ ვადა, ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დანიშნონ ექსპერტიზა, იმედია, თავიდანვე დანიშნავენ ამ ექსპერტიზას.

ცნობილია [ძმის დაკავების შესახებ] და თვითონ განიცდის, რომ მის გამო ძმაც შარში გაეხვა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა გუშინ, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო. ძმებს ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება