ხაშურის შემოვლით გზაზე გარე განათების სისტემა მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) საერთაშორისო ავტომაგისტრალის ხაშურის შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების თანამედროვე სისტემა მოეწყო.

მათივე ცნობით, გარდა აღნიშნული საგზაო მონაკვეთისა, გარე განათების სისტემა მოეწყო ქალაქ ხაშურთან დამაკავშირებელ მონაკვეთსა და სურამის სატრანსპორტო კვანძზეც.

„გარე განათების ახალი თანამედროვე სისტემა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხს და ღამის საათებში გადაადგილებას ბევრად უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

ასევე, პროექტის ფარგლებში, ძველი სანათების ნაცვლად ახალი ლედ სანათები დამონტაჟდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ80-კმ93.5 მონაკვეთზეც (გორი).

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოების საერთო ღირებულებამ 2 672 615 ლარი შეადგინა. სამუშაოები 6 თვეში შესრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის