“მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორის მოადგილე - ბაკურიანში მსოფლიო თასის დასკვნითი შეჯიბრი ჩატარდება - ძალიან კარგი სანახაობა გველის

გუშინ ასპარეზობა იდეალურად ჩატარდა-დარწმუნებული ვარ, დღესაც ძალიან კარგი სანახაობა გვექნება , - ამის შესახებ “მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორის მოადგილე თაზო გამცემლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყველა წარმომადგენელი ძალიან კმაყოფილი იყო.

“გუშინ ასპარეზობა იდეალურად ჩატარდა. ყველა კომისარი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყველა წარმომადგენელი ძალიან კმაყოფილი იყო. წელს ერთ-ერთი საუკეთესო ტრასა გვქონდა. დილის 6:00 საათიდან დაიწყო მზადება. მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტებით არის დაცული უსაფრთხოების წესი. დარწმუნებული ვარ, დღესაც ძალიან კარგი სანახაობა გვექნება”, - აღნიშნა გამცემლიძემ.

შეგახსენებთ, ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მსოფლიო თასის დაკვნითი ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში მიმდინარეობს.

შპს „მთის ტრასების სააგენტოს” ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთი, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი ასპარეზობს.

შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიებია: „ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“, და „სილქნეტი“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება