დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც არ ასრულებენ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს ნებისმიერ მოკავშირეს, რომლებიც, მისი აზრით, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.

ტრამპის თქმით, ალიანსში გამართული შეხვედრის დროს, მან ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს აშშ არ დაიცავს არცერთ ქვეყანას, რომელიც „დამნაშავეა“.

”ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ადგა და განაცხადა: ”კარგი, ბატონო, თუ ჩვენ არ გადავიხდით და თავს დაგვესხმება რუსეთი, დაგვიცავთ?”, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აღნიშნული სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ თუკი გადასახადი არ გადაუხდიათ, ის, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, მათ არ დაიცავს და უფრო მეტიც, წაახალისებს რუსეთს, რაც უნდა, ის გააკეთოს.

„მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებას თეთრი სახლის პრესსპიკერი, ენდრიუ ბეიტსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის შემზარავი განცხადება.

„მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენი უახლოესი მოკავშირეების ტერიტორიებზე შეჭრის წახალისება შემზარავი და არეულობის გამომწვევია – ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობას და ჩვენს ეკონომიკას“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება