რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოსთან აქციას მართავს.

კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, ისინი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც აქციის მონაწილეები ხელს მოაწერენ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან გაგზავნილი წერილის მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ირაკლი კობახიძე დაწვრილებით გაეცნოს მათ პრობლემას. ასევე, შეჩერდეს ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანება.

“23 იანვრიდან ყოველდღიურად იკრიბება აქცია. მათ შორის, ერთხელ სოლიდარობის ჯაჭვის აქცია ისევ ჩატარდა, სადაც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები, ჩვენი სტუდენტები, პაციენტები და სხვა საავადმყოფოს პერსონალი, რომელიც სოლიდარულია ჩვენი აქციის მიმართ და რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობა ამ ქვეყანაში.

დღესაც დიდი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ღია წერილით მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა და ხვალ გავგზავნით.

ჩვენ ვთხოვთ [ირაკლი კობახიძეს] დაწვრილებით გაეცნოს ჩვენს პრობლემას, მითუმეტეს მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაწყვეტაში და შევახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და გადავცემთ ჩვენს მოთხოვნას, რომ ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანებულება შეჩერდეს, გაუქმდეს და სამუშაო რეჟიმში დაიწყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედისა და საავადმყოფოს პერსონალის ბედის გადაწყვეტა, ჩვენივე ჩართულობით” , - განაცხადა ნინო ოთარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-ამდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის