მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციიდან ნაწილმა გამიჯვნის პროცესი წამოიწყო და სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები

წამოიწყეს რაღაც პროცესი, მათ შორის, გამიჯვნის, გასვლის და იმ სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”, არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები არიან.

“მათ სურვილი აქვთ, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ და დაივიწყონ ის, რაც წითელი პასტით იყო ძალიან ბევრი შეცდომის სახით აღნიშნული წინა გვერდებზე მათ ბიოგრაფიაში. ეს, რა თქმა უნდა, არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა”", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ "რუსთავი 2"- თან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს