ისრაელის პრეზიდენტი - არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი რაფაჰში ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ისრაელი არ გაჩერდება, სანამ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.

„მივესალმები ყველას, ვინც ფერნანდო და ლუისი, მამაცური სამაშველო ოპერაციის საშუალებით, შინ დააბრუნა. გავაგრძელებთ ყველანაირად მოქმედებას, რათა ყველა მძევალი საკუთარ სახლებში დაბრუნდეს, არ გავჩერდებით, სანამ ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება“, - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს.

ისრაელის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ღაზაში 130 მძევალი იმყოფება, მათ შორის არიან გარდაცვლილებიც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს