ირაკლი კობახიძის განცხადებით, უსაფრთხო ადგილზე სტიქიის ზონაში მცხოვრები 296 ოჯახია გადაყვანილი და მზადდება დოკუმენტაცია, რათა დაზარალებულ ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უსაფრთხო ადგილზე სტიქიის ზონაში მცხოვრები 296 ოჯახია გადაყვანილი და მზადდება დოკუმენტაცია, რათა დაზარალებულ ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცეს.

როგორც კობახიძემ მისი ხელმძღვანელობით მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულთა დახმარებისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა.

„გასული კვირა ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. სტიქიამ, უბედურმა შემთხვევამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. იმოქმედეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები, აღდგა საავტომობილო მოძრაობა შესაბამის მონაკვეთებზე. დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში უკვე დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, რათა გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები. მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც ყველაზე აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში - ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო. ასევე, მადლობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონულ დეპარტამენტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშველებს; ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამუშაოებში იყო ჩართული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის