„ჰამასი“ - ვგმობთ რაფაჰში განხორციელებულ საშინელ ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

„ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰში განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

„რაფაჰზე თავდასხმა და დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის და დევნილი ბავშვების, ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი ხოცვა-ჟლეტა განიხილება გენოციდური ომის გაგრძელებად, რომელსაც ისრაელი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს“, - აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას ეკისრება.

დაჯგუფების მტკიცებით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ასევე აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმას რაფაჰში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა დაიწყოს სამხედრო ოპერაცია რაფაჰში სანდო გეგმის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იქ მყოფი დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის უსაფრთხოებას. მანამდე, რამდენიმე ქვეყანამ და დახმარების ორგანიზაციამ ისრაელი გააფრთხილა, რომ რაფაჰზე თავდასხმა კატასტროფული იქნება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება