რობინ დანიგანი - თავდაცვის მინისტრთან განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა.

როგორც რობინ დანიგანმა აღნიშნა, აშშ არის არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების, არამედ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა თავდაცვის ახალ მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან. მოხარული ვარ, რომ პირველი შევხვდი და მივულოცე მინისტრად დანიშვნა, რადგან ჩვენი ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი დასაყრდენი. მინისტრთან ერთად განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ჩვენ ვართ არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების, არამედ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. ჩემთვის ნამდვილად პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხების განხილვა“,- განაცხადა დანიგანმა, რომლის განცხადებასაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი