ლაშა ფარულავა - საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვებას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზება,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოჰყვება

საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ დაიწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რასაც ყველა ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოჰყვება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქვეყნის ტრანსფორმაცია.

„საქართველოში დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქვეყნის ტრანსფორმაცია, ევროკავშირის წევრობისთვის გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და ცხადია, ამას მოჰყვება ურთიერთობების ნორმალიზება ყველა ქვეყანასთან. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაეფუძნება სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც მოიტანს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს