როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე არიან.

დაკავებულები სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ. ინაიშვილი და გვიანიძე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა განუცხადა, ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

დაკავებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 18:00 საათზე იმსჯელებს. პროკურატურა მათთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატი კი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო.

ამავე საქმეზე 2023 წლის 27 ივლისს სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება